ქვიშის ფეხბურთში ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა
ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა – გუნდმა ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის სანაპირო ზოლში, საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიასთან“ მდებარე ქვიშის მოედანზე გაიმართა. 1/2-ფინალში „დინამომ“ ფოთის „ჭაბონამა“ 2:1 დაამარცხა. გოლები გაიტანეს ქოქოლაძემ- 4 , გოჩა მახარაძემ – 3, ივანიაძემ 2, თოდაძემ – 2 და კარაკულიანმა.
ფინალში ბათუმის „დინამო“ თანაქალაქელ საზღვაო აკადემიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 სძლია. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს თოდაძემ, შამილაძემ, ივანიაძე, და ფარტენაძემ.
ფინალის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესოები დაასახელეს:
ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე – ხვიჩა მახარაძე (დინამო ბათუმი);
ჩემპიონატის საუკეთესო მცველი – საბა ხაჟომია (საზღვაო აკადემია);
ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი – მახო შამილაძე (საზღვაო აკადემია);
ჩემპიონატის ბომბარდირი – თაზო გოგსაძე (ქუთაისი);
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – გოჩა მახარაძე (დინამო ბათუმი).