ქვიშის ფეხბურთის ევროლიგა 2024 | ბათუმი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს #1TVSPORT
ქვიშის ფეხბურთის ევროლიგა 2024 | ბათუმი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს #1TVSPORT

ბათუმში, ქვიშის ფეხბურთში ევროლიგის ეტაპი, „ბათუმის საერთაშორისო თასი 2024“ გაიმართება. თამაშები ხვალ, 17 ივლისს დაიწყება და 21-ში დასრულდება.

ტურნირში შვიდი გუნდი მიიღებს მონაწილებას. A ჯგუფის სამი გუნდი – საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის A დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებენ, ხოლო B ჯგუფის გუნდები (უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი) საერთაშორისო სარეიტინგო ქულების მოპოვებას შეეცდებიან.

ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფიში ითამაშებენ და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ტურნირისთვის ბათუმის ბულვარში ახალი სტადიონი აშენდა. არენა 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე:

17 ივლისი, 19:00 | საქართველო – ლატვია

19 ივლისი, 19:00 | საქართველო – უნგრეთი