ბათუმის „დინამომ“ ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასზე მეორე შეხვედრაც წააგო.
ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ამჯერად ბელარუსის „გროდნო ობლსპორტი“ იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონი ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველ დღეს ბათუმის გუნდი პორტუგალიურ „ნასიონალ მადეირას“ დაუპირისპირდა, 3:4 წააგო და ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი.
ბათუმელთა შემდეგი მეტოქე რუსეთის „კრისტალი“ იქნება. „დინამო“ D ჯგუფის ლიდერს, სანქტ-პეტერბურგის კლუბს 4 ივნისს შეხვდება.