ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლები დამასკოში ჩავიდნენ
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლები დამასკოში ჩავიდნენ

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლები დამასკოში ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლები, მიკრობლოგ „თვითერის“ საშუალებით ავრცელებენ.

ექსპერტები იმ ადგილას იმუშავებენ, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

შეგახსნებთ გასულ კვირას, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა განხორციელდა, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ქალებ და ბავშვები.

საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი მომხდარში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს.

ქიმიურ თავდასხმაზე საპასუხოდ, დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე იერიში განახორციელეს.