ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დღეს შეხვდება
ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დღეს შეხვდება

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დღეს შეხვდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა და „რუსთავი 2“-ის დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა საღამოს გაიმართება. პაატა სალია სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე“, – აღნიშნა დავით დვალმა.