ქეთევან ჩაჩავა - საარჩევნო სისტემის ცვლილება მთავარი მიღწევაა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი
ქეთევან ჩაჩავა - საარჩევნო სისტემის ცვლილება მთავარი მიღწევაა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი

ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, – ამის შესახებ  ორგანიზაცია „სექტორი 3“ -ის დამფუძნებელმა, ქეთევან ჩაჩავამ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„ისეთი კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, უამრავ  საკითხს გულისხმობს. სამუშაო რეჟიმიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ინკლუზიური პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში იქნება ბევრი აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა მთლიანობაში ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.