ქართველმა მოჭადრაკეებმა, ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდურ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს #1TVSPORT
სკოპიეს „ალკალოიდი“, რომლის შემადგენლობაში ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი ასპარეზობდნენ, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავიდა.
ბელა ხოტენაშვილი პირველ დაფაზე გამოდიოდა, მან 7-იდან 6.5 ქულა მოაგროვა და პირველობა იზეიმა.
ლელა ჯავახიშვილი მეორე დაფაზე თამაშობდა, მისი შედეგი 5.5 ქულა და მეორე საპრიზო ადგილია.
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში 8 გუნდი ასპარეზობდა და შეჯიბრება წრიული სისტემით, 7 ტურად გაიმართა. თითოეული გუნდი 4 ძირითადი და 2 სათადარიგო მოჭადრაკისგან შედგებოდა.