ევროპის ჩემპიონატის შედეგებით, სამი ქართველი მოჭადრაკე ქალი მსოფლიო თასის გათამაშების საგზურის მფლობელი გახდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის შედეგებით, სამი ქართველი მოჭადრაკე ქალი მსოფლიო თასის გათამაშების საგზურის მფლობელი გახდა #1TVSPORT

ქალ მოჭადრაკეთა შორის ევროპის რიგით 23-ე ჩემპიონატის გამარჯვებული მერი არაბიძე გახდა. მან 11-იდან 8,5 ქულით პირველობა პოლონელ ოლივია კიოლბასასთან ერთად გაინაწილა, მაგრამ პირად შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების გამო ჩემპიონის ტიტული გადაეცა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და III-VI ადგილები  გაინაწილა სალომე მელიამ. 7,5 ქულით მეშვიდე ადგილზე ლელა ჯავახიშვილი გავიდა.

სამივე ქართველმა მოჭადრაკემ ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მერი არაბიძე, ზურაბ აზმაიფარაშვილისა და ნანა ძაგნიძის შემდეგ, მესამე ქართველი მოჭადრაკეა, ვინც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება შეძლო. ზურაბ აზმაიფარაშვილმა პირველობა 2003 წელს იზეიმა, ხოლო ნანა ძაგნიძე ჩემპიონი 2017 წელს გახდა.

ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე მონაწილე ქართველი მოჭადრაკეების სატურნირო მდგომარეობა:

1. მერი არაბიძე – 8,5 ქულა (+10 ქულა – სარეიტინგო ცვლილება)

5. სალომე მელია – 8 ქულა (+11 ქულა – სარეიტინგო ცვლილება)

7. ლელა ჯავახიშვილი – 7,5 ქულა (+2 ქულა – სარეიტინგო ცვლილება)

28. ბელა ხოტენაშვილი – 6,5 ქულა (- 13 ქულა – სარეიტინგო ცვლილება)

32. ლილე ქორიძე – 6,5 ქულა (+69 ქულა – სარეიტინგო ცვლილება)

106. ელენე წოწონავა – 5 ქულა (+23 ქულა – სარეიტინგო ცვლილება)

108. ნია დონღვანი – 4,5 ქულა; (+28 ქულა – სარეიტინგო ცვლილება)

113. დიანა ლომაია – 4,5 ქულა; (+106 ქულა – სარეიტინგო ცვლილება)