ბელარუსში ქართველმა ისევ გაიტანა. ჩემპიონატის მეორე ტური გროდნოში გამართული მატჩით დასრულდა, სადაც „ნემანმა“ „ვიტებსკი“ დაამარცხა.
მატჩით მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. „ნემანიდან“ მეორე გოლი ქართველმა მცველმა, გიორგი ქანთარიამ 58-ე წუთზე გაიტანა – საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა პენალტი ზუსტად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში ეს ერთად-ერთი ქართული გოლი არაა – გეგა დიასამიძემ სოლიგორსკის „შახტიორში“ მეორე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა – მან თავი „გოროდეიასთან“ გასვლით შეხვედრაში (0:2) გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ერთად-ერთია ქვეყანაა ევროპაში, სადაც ჩემპიონატი კორონავირუსის მიუხედავად ჩემპიონატის ჩატარებას ახერხებენ. ამის გამო, ბელარუსის ჩემპიონატს დღეს მთელი მსოფლიოში ბევრი მაყურებელი ჰყავს.