ფინალში საქართველო ითამაშებს - ბელარუსში მოთამაშე ქართველის პასუხი ბელარუსულ გამოცემას
ფინალში საქართველო ითამაშებს - ბელარუსში მოთამაშე ქართველის პასუხი ბელარუსულ გამოცემას

„მიმაჩნია, რომ ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები გავა!“,- ასე უპასუხა ბელარუსის ჩემპიონატში მოთამაშე გიორგი ქანთარიამ გამოცემა „ფუტბოლის“ კითხვას, რომელი ნაკრებია ერთა ლიგაზე საქართველო-ბელარუსის ნახევარფინალური წყვილის ფავორიტი.

გროდნოსნემანის“ ნახევარმცველმა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მოთამაშემ საქართველოს ნაკრების უპირატესობაზე ილაპარაკა.

„ახლა ჩვენს ეროვნულ გუნდში ძალიან კარგი შემადგენლობა შეიკრიბა. ბევრი ევროპის ძლიერ ჩემპიონატში თამაშობს და დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. მწვრთნელებს ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვთ. ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე ტექნიკური არსენალი და პასის კულტურაა. ფეხბურთელები კარგად შეთამაშებულები არიან. ასე რომ, ბელარუსის ნაკრებს იოლი თამაში არ ელის“, – ამბობს გიორგი ქანთარია.

ქართველმა ფეხბურთელმა ბელარუსის ნაკრების ძლიერი მხარეებზეც ილაპარაკა: „ყველას ესმის, რომ ბელარუსი იოლი მოწინააღმდეგე არაა და რომ გუნდში არიან მოთამაშეები, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან ისიც, რომ დაცვაში სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები თამაშს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კარგი შანსია“.

დატოვე კომენტარი