ქართული ლეგიონი – ქანთარიამ შეცვლაზე ითამაშა

10:51, 07.06.2020

უცხოეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს, მაგრამ ყველა ჩვენიანს არ უთამაშია.

დონეცკის „შახტარმა“ ჩერნიჰოვისდესნას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. დონბასელთა ქართველი მცველი, საქართველოს ნაკრების წევრი დათა ხოჭოლავა განაცხადში არ იყო – მიზეზი მცირე ტრავმა აღმოჩნდა.

ლუგანსკის „ზორიამ“ კოვალივკას „კოლოსი“ 1:0 დაამარცხა. ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე ლუგანსკელთა მთავარი მეკარე არაა და ამჯერად, არ უთამაშია – 25 წლის მახარაძე მხოლოდ განაცხადში იყო.

გროდნოსნემანი“ მოზირში „სლავიას“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი ქანთარია ავადმყოფობის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს – ის ამჯერად გროდნოს გუნდის სათადარიგოებში იყო და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა.

მსგავსი