ქანთარიას გუნდმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო - „ნემანი“ სამეულს მიუახლოვდა
ქანთარიას გუნდმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო - „ნემანი“ სამეულს მიუახლოვდა

ბელორუსის ჩემპიონატში მე-13 ტურის მატჩები დაიწყო. გიორგი ქანთარიას გუნდმა, გროდნოს „ნემანმა“ სახლში „სმოლევიჩი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

გიორგი ქანთარია ავადმყოფობის შემდეგ შეცვლაზე თამაშობს, მაგრამ ტურიდან ტურამდე მოედანზე მეტ დროს ატარებს. ამჯერად, ქართველი ნახევარმცველი 58-ე წუთზე გამოჩნდა და გროდნოელებმა გოლები სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს. 68-ე წუთზე ანგარიში ჟუკოვსკიმ გახსნა, ხოლო, 88-ე წუთზე იაბლონსკიმ საბოლოო ანგარიში (2:0) დააფიქსირა „ნემანის“ სასარგებლოდ.

გროდნოს გუნდმა ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო – პირველ რვა ტურში გუნდმა რვა ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ბოლოში იყო, რაც კლუბის გულშემატკივრების უკმაყოფილებს იწვევდა. მაგრამ გუნდმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და და აუტსაიდერებიდან ლიდერებში გადაინაცვლა – 13 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან ბრესტის „დინამოს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, თანაც, ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა, რადგან შეხვედრა გადაუდეს.