საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრები კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართული ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში ფედრეცაიის პრეზიდენტი და გულშემატკივრები დახვდნენ.
კვიპროსში, სადაც ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა ევროპირველობა გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ჯამში 17 მედალი მოიპოვა. აქედან სამი უმაღლესი სინჯის, რვა ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოსი.
ჭაბუკებში ჩემპიონის ტიტული 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კობა აკოფაშვილმა მოიპოვა. ახალგაზრდებში კი კონტინენტის საუკეთესო სამბისტის წოდება გაგა ბახტიძემ და თორნიკე გვიჭიანმა მოიპოვეს.
ჭაბუკთა შორის ქართველმა სამბისტებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს, ახალგაზრდებში კი მეორე პოზიციაზე აღმოჩნდნენ.