ქართველი მწვრთნელი პოლონეთში - იაგორაშვილი არველაძეს გაწვრთნის
ქართველი მწვრთნელი პოლონეთში - იაგორაშვილი არველაძეს გაწვრთნის
ზაფხულიდან პოლონეთის ექსტრაკლასას „კორონაში“ ქართველი სპეციალისტი იმუშავებს – ის თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელი ვახტანგ იაგორაშვილია.
 
ინფორმაცია „დინამოს“ ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.
„ჩვენი აკადემიის 15 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ვახტანგ იაგორაშვილი ივლისიდან პოლონურ ექსტრაკლასას კიელცეს „კორონაში“ გააგრძელებს სამწვრთნელო მოღვაწეობას და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯინო ლეტიერის პირველი ასისტენტი გახდება. ვახო რამდენიმე დღე იმყოფებოდა პოლონეთში და კორონასთან ერთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა“, – წერია თბილისური კლუბის გვერდზე.
იაგორაშვილი თბილისში უკვე დაბრუნდა. ის „დინამოს“ იმ გუნდს ავარჯიშებს, რომელიც აპრილში ვიტალი დარასელიას სახელობის თასს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ „კორონაში“ ქართველი თავდამსხმელი, ვატო არველაძე თამაშობს.