„კორონამ“ მერებაშვილის გუნდი ცუდ დღეში ჩააგდო
„კორონამ“ მერებაშვილის გუნდი ცუდ დღეში ჩააგდო

პოლონეთში საფეხბურთო სეზონის განახლების შემდეგ მორიგი მატჩები გაიმართა – 27-ე ტურში ორმა ქართველმა ითამაშა და ორივე მათგანის გუნდი დამარცხდა.

გიორგი მერებაშვილმა პლოცკის „ვისლას“ ძირითად შემადგენლობაში სრული 90 წუთი ითამაშა – პლოცკელებმა საშინაო შეხვედრაში ვატო არველაძის ყოფილ გუნდს, კიელჩეს „კორონას“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ. მერებაშვილის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და მე-15 წუთზე დაწინაურდნა – საგოლე გადაცემა საქართველოს ნაკრების შემტევმა მარცხენა ფლანგიდან გააკეთა. თუმცა, მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით წააგეს – 1:4.

გდანსკის „ლეხიამ“ დავით სხირტლაძის გდინიას „არკას“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი 88-ე წუთამდე იგებდა, მერე კი მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 90+6-ე წუთზე გადამყვეტი გოლი გაიტანეს და სამი ქულა მოიპოვეს. სხირტლაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

„ვისლამ“ საუკეთესო რვა გუნდთან დაახლოების შანსი დაკარგა და 31 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო „არკა“ 25 ქულით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზეა.