პოლონურ ლიგაში საუკეთესო დრიბლიორი ქართველია
პოლონურ ლიგაში საუკეთესო დრიბლიორი ქართველია

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის (ლოტო ექსტრაკლასა) საუკეთესო დრიბლიორი ლუკა ზარანდიაა – ინფორმაციას „ექსტრაკლასას“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

გდინიას „არკას“ ფეხბურთელ ლუკა ზარანდიას 2018/2019 წლების სეზონში დრიბლინგის 269 მცდელობიდან წარმატებით 156 დაასრულა, რაც „ექსტრაკლასაში“ საუკეთესო შედეგია.

ტრავმის გამო, ზარანდიას მიმდინარე სეზონში საკმაოდ დიდი დრო გაუცდა და საზაფხულო ეტაპის ნაწილი გამოტოვა. ამის მიუხედავად, ქართველი თავდამსხმელი პოლონეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ხუთჯერ დაასახელეს.