ქართველი მწვრთნელები თურქეთში - Pro ლიცენზიის მაძიებლები საბურთალოს ვარჯიშს დაესწრნენ
ქართველი მწვრთნელები თურქეთში - Pro ლიცენზიის მაძიებლები საბურთალოს ვარჯიშს დაესწრნენ

ქართველი მწვრთნელების ჯგუფი თურქეთს ესტუმრა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით, Pro ლიცენზიის მაძიებლებმა თურქეთში ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება გაიარეს.

სასწავლო პროცესი პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს მოიცავდა. შეკრების ფარგლებში, ქართველი მწვრთნელები სხვდასხვა გუნდების ვარჯიშებსა და საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებს დაესწრნენ და შესაბამისი ანალიზი მოამზადეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსანტებს საშუალება ჰქონდათ Pro ლიცენზიის მქონე უცხოელ მწვრთნელებთან ერთად ემუშავათ და მათი გამოცდილება გაეზიარებინათ.

მაგალითად, Pro ლიცენზიის მიმდინარე კურსის მონაწილე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი არჩილ ჩხაბერიძე გამოცდილების მისაღებად ი თურქეთისა და სლოვაკეთის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო.

„მთელი კვირა მიმდინარეობდა მუშაობა როგორც სავარჯიშო პროცესზე, ასევე დაკვირვება ამხანაგურ შეხვედრებზე. მწვრთნელები ერთმანეთს გამოცდილებას როგორც მინდორზე, ასევე მინდვრის გარეთ უზიარებდნენ.
მეექვსე მოდულის ბოლო დღეს, კურსის მონაწილეები Pro ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილის, საქართველოს ეროვნული ლიგის 2018 წლის გამარჯვებულის, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის ვარჯიშს დაესწრნენ და საწვრთნელი პროცესის შესახებ დეტალური ანალიზი მოამზადეს“ – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ.