ჯიმი ტაბიძის „უფამ“ რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ქართველი ცენტრალური მცველი „უფას“ მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი კირიჩენკომ დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენა და შეუცვლელად ათამაშა. მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივე შეტევა განავითარა ტაბიძემ, რომელიც ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრებში ნოემბრის მატჩებისთვის გამოიძახა.
78-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ქართველმა კარის წინ გახსნილი თანაგუნდელი დმიტრი სისუევი მოძებნა, რომელაც ანგარიში გახსნა. 90+2 წუთზე კი ტაბიძემ შორეული გადაცემით შეტევა გაამწვავა და ლოვრო ბიზიაკი მოძებნა, რომელიც ბურთიანად კარისკენ წავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
„უფას“ სათადარიგოებში იყო რუსული პასპორტის მქონე გიორგი ჯიქია. განაცხადის მიღმა დარჩა ერთა თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ყაზახეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ერკებულან საიდახმეტი, რომელსაც თავის ქვეყნის მედიაში რატომღაც „ყაზახ მესის“ ეძახიან.
„სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი გოლის შემდეგ მალევე შეცვალეს გიორგი ჯიქია, ხოლო ჯანო ანანიძე სამატჩო განაცხადშიც არ იყო.