ქართველი ჰოკეისტები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ლატვიაში ემზადებიან #1TVSPORT
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში გასამართი შეხვედრებისთვის ლატვიაში ემზადება. გუნდი 13 აპრილის ჩათვლით ქალაქ ტუკუმსში გაივლის შეკრებას, სადაც 10-12 აპრილს ამავე ქალაქის ყინულის ჰოკეის კლუბებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მადრიდში 14 აპრილს ჩაფრინდება, მეორე დღეს კი Pista de Hielo Madrid Palacio de Hielo-ზე ივარჯიშებს. ამავე მოედანზე 16-დან 22 აპრილის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
16 აპრილი, 14:30 | საქართველო – ისლანდია
17 აპრილი, 18:00 | ისრაელი – საქართველო
19 აპრილი, 21:30 | ესპანეთი – საქართველო
21 აპრილი, 18:00 | საქართველო – ხორვატია
22 აპრილი, 14:30 | ავსტრალია – საქართველო