საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის გამარჯვებულია | საქართველო 11:2 ტაიპეი
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის გამარჯვებულია | საქართველო 11:2 ტაიპეი

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია.

ტურნირის ბოლო მატჩში ქართველი ჰოკეისტები ტაიპეის დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 11:2 გაანადგურეს. მოპოვებული გამარჯვების შედეგად ქართველი ჰოკეისტები მომავალ წელს II დივიზიონის B ჯგუფში იასპარეზებენ.

ტურნირის წინა შეხვედრებში საქართველომ თურქეთი (6:2), ბულგარეთი (5:3), ჰონგ-კონგი (11:1) დაამარცხა და მხოლოდ მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან დათმო დაპირისპირება (4:2).

დაჯილდოების ცერემონია ტურნირის ბოლო თამაშის შემდგომ (ჰონგ-კონგი – სამხრეთ აფრიკა) გაიმართება.

️საქართველო 11 – 2 ტაიპეი

გოლები:

00:17 ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი
04:47 არტიომ კურბატოვი
11:51 სემიონ ხარიზოვი
15:03 ივან შვეცოვი
19:48 ალექსანდრე ვასილჩენკო
22:20 მიხაილ შალუნოვი
22:46 ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი
22:53 სემიონ ხარიზოვი
48:47 სემიონ ხარიზოვი
51:27 ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი
59:56 ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი