„ევროპა ლიგაზე“ დღეს სამმა ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა.
ლევან ყენიას „დუდელანჟი“ გასვლაზე „ბეტისთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი ლუქსემბურგული გუნდის ფორმით მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.
ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა სტამბულში, „ფენერბახჩესთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა, ტრნავის „სპარტაკმა“, 0:2 დათმო.
პოლტავას „ვორსკლა“ „სპორტინგთან“ 1:2 დამარცხდა. უკრაინელთა ქართველი ლეგიონერი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია და ვერ ითამაშა. „ვორსკლას“ განაცხადში ანდრო გიორგაძეც არ ყოფილა.
ითამაშა და გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც „კრასნოდარის“ შემადგენლობაში, მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა და საკუთარ გუნდს „სევილიასთან“ მოაგებინა.