ქართველი ძიუდოისტების ეფექტური გდებები ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მომენტებში [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი ძიუდოისტების ეფექტური გდებები ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მომენტებში [ვიდეო] #1TVSPORT

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა ეფექტური გდებების ჰაილაითები. მათ შორის ქართველების არაერთი ილეთიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ კაცთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონის ტიტული ლაშა ბექაურმა (90 კგ.) მოიპოვა. მან ქართულ ფინალში ბექა ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა. ტურნირის ბოლო დღეს ვერცხლის მედალი დაიმსახურა გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს დასჯერდა. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლი აიღო ვაჟა მარგველაშვილმაც.