გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ბოლო მედალი გურამ თუშიშვილმა მოუტანა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნიდერლანდელი მეიერი დაამარცხა.

გურამს, როგორც სჩვევია, შეხვედრა მაღალ ტემპში, აქტიურად წარმართა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილი მსოფლიოსა და ევროპის (ორგზის) ჩემპიონია.