ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პორტუგალიაში მიმდინარეობს, -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდა.

ნახევარფინალში ნიკიფოროვმა ილია სულამანიძე დაამარცხა, ლიპარტელიანს რევანში ჰქონდა ასაღები. თუმცა ფინალური შეხვედრის დასაწყისშივე ერთი გდება გაეპარა და იპონით დამარცხდა.

ვარლამს ევროპის ჩემპიონატებზე სამი ოქროსა და ექვსი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

ლიპარტელიანის გზა ფინალამდე: