ქართველი ძიუდოისტების ცხრა მედალი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან
სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დღეს საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. 100 კგ. წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ ფინალური შეხვედრა კოსოვოელი – შპატ ზეკას მოუგო და ოქროს მედალოსანი გახდა. სანებლიძის შემდეგ უმაღლესი სინჯის მედალი მძიმეწონოსანმა –
გელა ზაალიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში გერმანიის წარმომადგენელ – ერიკ აბრამოვს სძლია.
დღესვე, გოგონათა შორის, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა – სოფიო სომხიშვილი (+78).
ჯამში, საქართველოს ნაკრების წევრებმა, ევროპის ახალგაზრდულ ჩემიონატზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 4 მედალი 14 სექტემბერს აიღეს. გუშინ 81 კგ. წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი შედგა, სადაც ლუკა მაისურაძემ ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა. გოგონებში ეთერ ლიპარტელიანმა (57) ვერცხლის, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (70) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. შეჯიბრის პირველ დღეს კი, ასევე ბრინჯაოს მედლები ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66).
ხვალ სოფიაში ვროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდური შეჯბრი გაიმართება. ინდივიდუალურში კი, არაოფიციალურ გუნდულრ ჩათვლაში, მედლების საერთო რაოდენობით, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო.