ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მოსკოვის ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
მოსკოვში მიმდინარე WTA-ის ტურნირზე, კრემლის თასზე ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში იაპოენლი მიუ კატოსთან ერთად ასპარეზობს.
ქართულ-იაპონურმა დუეტმა მერვედფინალურ დაპირისპირებაში საბრინა სანტამარიას და ელიქსან ლეშემიას წყვილი ანგარიშით 6:1 4:6 (10:7) დაამარცხა და დღეს მეოთხედფნალში ჩეხების წყვილს ბუზკოვა/ჰრადეცკას შეხვდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზეა ჩანიშნული.