ქართველი ახალგაზრდები უკრაინას დაუზავდნენ - გოლების და წითლების ცვენა კიევში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიევში, ბანიკოვის სახელობის სტადიონზე უკრაინის თანატოლთა ნაკრებს შეხვდა და 3:3 ითამაშა.
უკრაინელები 1:0-ს და 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მოიგეს. ანგარიში მე-7 წუთზე ნაზარ რუსინმა გახსნა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 35-ე წუთზე გიორგი არაბიძემ შორეული, მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ლუკა ლაკვეხელიანი დატოვა და მან წონასწორობა აღადგინა 1:1. მაგრამ შესვენებამდე (45+1 წუთზე) უკრაინელები ბოგდან ლედნევმა დააწინაურა 2:1. მე-60 წუთზე ვადიმ იანჩაკმა უკრაინელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა 3:1.
გადამწყვეტი მომენტი 70-ე წუთზე მოხდა. უკრაინელთა მათი მოთამაშის, მესამე გოლის ავტორის, იანჩაკის გაძევება გახდა. მან ბურთისთვის ბრძოლისას ვერ მოზომა, ლუკა სილაგაძეს ბუცი პირდაპირ სახეში ჩაარტყა და პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენეს. ამით საქართველომ ისარგებლა და მატჩის დასრულებამდე ანგარიში გაათანაბრა. 77-ე წუთზე არაბიძის მშვენიერი გადაცემით საჯარიმოში მახვილი კუთხიდან ისევ ლაკვეხელიანი შევარდა და „საბურთალოს“ მცველმა სხვაობა შეამცირა 3:2. 85-ე წუთზე კი „სიონის“ ნახევარმცველმა ლაშა ლეჟავამ კუთხურის შემდეგ ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:3. თუმცა, საფინალო სასტვენამდე არბიტრმა გიორგი არაბიძეს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. შეხვედრა კი ფრედ დასრულდა 3:3.
უკრაინა (U-21) – საქართველო (U-21) – 3: 3 (2: 1)
გოლები: რუსინი (7. პენალტი), 1:1 ლაკვეხელიანი (35), 2:1 ლედნევი (45+1), 3:1 იანჩაკი (58), 3;2 ლაკვეხელიანი (77), 3:3 ლეჟავა (85).
საქართველო: გუგეშაშვილი, სილაგაძე (74. კერელეიშვილი), ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური, არდაზიშვილი, კუცია (57. ძებნიაური), არაბიძე, ბუღრიძე (74. ლეჟავა), ლაკვეხელიანი, არველაძე (55. ქავთარაძე), .