ყაზანის „რუბინში“, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, მთავარი მწვრთნელი რომან შარონოვი გაათავისუფლეს. რუსული გამოცემების ცნობით, მისი ყველაზე რეალური შემცვლელი ლეონიდ სლუცკია.
„რუბინის“ მთავარი მწვრთნელობის პირველი კანდიდატი, 48 წლის სპეციალისტი 2018/2019 წლებში არნემის „ვიტესს“ ავარჯიშებდა, მაგრამ ნოემბერში პოსტიდან გადააყენეს. ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გუნდის ზედიზედ მეხუთე მარცხის შემდეგ მიიღო.
მანამდე სლუცკი ხელმძღვანელობდა „მოსკვას“, მოსკოვის „ცსკა“-ს, რუსეთის ნაკრებს, ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალ სიტის“ (ინგლისის მეორე საუკეთესო ლიგა).
რუსეთში სლუცკი ცნობილია „ცსკა“-ში საქმიანობით, სადაც სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და რუსეთის თასი და სუპერთასი ორჯერ მოიგო. მისი ხელმძღვანელობით არმიული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა.
შეგახსენებთ, რომ „რუბინში“ თამაშობენ ზუკა დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.