ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | გივი მაჭარაშვილი მედლის მოპოვების კანდიდატი იქნება #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
97 კგ-ში თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას გივი მაჭარაშვილი შეეცდება. ქართველი ფალავანი ევროპის ორგზის ჩემპიონია, მან კონტინენტის პირველობა 2022 და 2023 წლებში მოიგო.
მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის პრიზიორიცაა. გივი 2018 წელს 23-წლამდელთა შორის პლანეტის საუკეთესო ფალავანი გახდა.
27 წლის სპორტსმენს საკმარისი ტიტულები და გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მედლისთვის იბრძოლოს. მაჭარაშვილი პარიზში 10 აგვისტოს გამოვა.