ქართული ლელოები რუსეთის სარაგბო პრემიერლიგის ნახევარფინალურ მატჩებში [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული ლელოები რუსეთის სარაგბო პრემიერლიგის ნახევარფინალურ მატჩებში [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთის სარაგბო პრემიერლიგაში ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა და მათში თავი ქართველმა მორაგბეებმა გამოიჩინეს.

„მეტალურგისა“ და „ლოკომოტივის“ თამაშის 75-ზე წუთზე ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ  „ლოკომოტივის“ შუამარბმა ნიკოლოზ ცირეკიძემ დადო ლელო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

პენზელებმა „მეტალურგი“ სტუმრად, დამატებით დროში, ანგარიშით 27:30 დაამარცხეს. გადამწყვეტი ჯარიმა გაწითლებულ დროზე ნოვოკუზნეცკელებს რეზი ბროძელმა გაუტანა და რკინიგზელებს გამარჯვება მოუტანა. მანამდე, მატჩის მე-11 წუთზე, თავისი ლელო დამარცხებული „მეტალურგის“ ქართველმა ბურჯმა, მიხეილ რატიაშვილმაც დადო.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ტურნირის მუდმივი ფავორიტები, კრასნოიარსკული გუნდები – „ენისეი“ და „კრასნი იარი“ შეხვდნენ. თამაში „ენისეიმ“ ანგარიშით 15:6 მოიგო. მატჩის გამორჩეული ეპიზოდი 73-ე წუთზე დავით მესხმა შემოგვთავაზა – ქართველმა გარემარბმა ბურთი კიდესთან ახლოს მიიღო, არსებული სივრცე აითვისა, ცრუ მოძრაობებით ოთხ მეტოქეს, მათ შორის რუსეთის ნაკრების მგეზავ იური კუშნიაროვს აუარა გვერდი​ და საოცარი ინდივიდუალური იერიში მეტოქის ლელოში დაასრულა.

ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები ცხრა და 10 მაისს გაიმართება.