ლაშა მალაღურაძე „ვევეა პადმასკოვიეში“ გადავიდა

23:17, 18.12.2018

საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომელმაც „კრასნი იარში“ სამი სეზონი გაატარა და კლუბი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა, რუსულ „ვევეა პადმასკოვიე“-ში გააგრძელებს კარიერას.

მალაღურაძის კარიერა „ყოჩებში“ დაიწყო. შემდეგ კი „კრასნი იარში“ გადასვლამდე საკლუბო კარიერა მან უკრაინულ „კრედო 1963“-ში, ფრანგულ „ბეზიეში“, „ვალანსში“ და „ბანერში“ გაატარა.

მორაგბეს „ბორჯღალოსნების“ რიგებში 88 შეხვედრა აქვს ჩატარებული (184 ქულა).

მსგავსი