„როტორიდან“ გაშვებული ქართველი თავდამსხმელი უკმაყოფილოა - ხელმძღვანელობამ კარგი გუნდი გაანადგურა
„როტორიდან“ გაშვებული ქართველი თავდამსხმელი უკმაყოფილოა - ხელმძღვანელობამ კარგი გუნდი გაანადგურა

ვოლგოგრადის „როტორის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ანზორ სანაიამ გამოცემა „სპორტბოქსთან“ გუნდის მენეჯერები და მწვრთნელები გააკრიტიკა.

ანზორ სანაია „როტორში“ 2019-2020 წლების სეზონში თამაშობდა (36 მატჩი, 9 გოლი, 2 საგოლე გადაცემა) და გუნდის პრემიერ ლიგაში დაწინაურებაში წვლილი შეიტანა, მაგრამ სეზონის დაწყებამდე 31 წლის თავადმსხმელი გუნდიდან გაუშვეს და პირველი ლიგის კრასნოიარსკის „ენისეიში“ გადავიდა.

„არ მესმის, რა საჭირო იყო იმ შემადგენლობის გაშვება, რომელმაც პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა. ის, რაც ხელმძღვანელობამ გააკეთა, წარმოუდგენელია. ისაა პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე. ჩვენ უკვე ვხედავთ, ამ ყველაფერმა გუნდი სადამდე მიიყვანა – ჩემპიონატის თითქმის ნახევარი უკვე ჩატარდა და „როტორს“ მხოლოდ სამი ქულა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის გუნდთან ერთად გაცილებით მეტს გავიტანდით. რა აზრი ჰქონდა ამ ცვლილებებს? მეორე ტურის შემდეგ მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ მას თავდამსხმელი სჭირდება, ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება. აბსოლუტურად გაუგებარია საკლუბო პოლიტიკა. სიმართლე გითხრათ, სირცხვილია, რომ კარგი გუნდი განადგურდა“, – ამბობს ანზორ სანაია.