„შავი ლომის“ მორიგი გამარჯვება - ქართველმა მორაგბეებმა პენზის „ლოკომოტივი“ დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
„შავი ლომის“ მორიგი გამარჯვება - ქართველმა მორაგბეებმა პენზის „ლოკომოტივი“ დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერთასზე მეორე მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაც მეორედ იზეიმა. ამჯერად, „შავი ლომი“ პენზის „ლოკომოტივს“ შეერკინა და დიდი უპირატესობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რუსულ კლუბში ხუთი ქართველი მორაგბე თამაშობს.

„შავმა ლომმა“ პირველი ტაიმი 22:6 მოიგო. გიორგი ბაბუნაშვილმა ანგარიში ჯარიმით გახსნა. თუმცა, შემდეგ „ლოკომოტივმა“ ორი ჯარიმა გაიტანა და დაწინაურდა, მაგრამ მალევე (მე-14 წუთზე) დავით გიგაურმა შეხვედრის პირველი ლელო დადო და ქართული გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

შეხვედრის მეორე ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა. ქართველმა მორაგბეებმა მოლი ააგორეს და მომდევნო ლელოც დაიდო. ტაიმის ბოლო ლელოს ავტორი კი გიორგი ბაბუნაშვილი გახდა.

რუსულმა კლუბმა შეხვედრის მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და გიორგი ჭყოიძის ლელოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირა. „შავმა ლომმა“ პოზიცია მალევე დაიბრუნა. გიორგი ხუროშვილმა 76-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დადო და ქართულ კლუბს ბუნუს ქულა შესძინა – 11:27 „შავი ლომის“ სასარგებლოდ.

„შავი ლომი“ მომდევნო შეხვედრას ასევე რუსულ კლუბთან, „ენისეისთან“ გამართავს – ამ ეტაპზე ორივე კლუბი თანაბარი ქულებით ლიდერობს (10-10).