„ენისეი“ რუსეთის ჩემპიონია
„ენისეი“ რუსეთის ჩემპიონია

დავით კაჭარავას და მიხეილ გაჩეჩილაძის სარაგბო კლუბმა „ენისეიმ“ რუსეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეცხრედ მოიპოვა.

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის ფინლური სერიის განმეორებით მატჩში სამმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. „ენისეიმ“ „კრასნი იარი“, რომლის ღირსებას ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე იცავენ, პირველ შეხვედრაში 25:16 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა „ენისეიმ“ 12:14 დათმო და რუსეთის ჩემპიონი გახდა.

„ენისეის“ რიგებში არ იყო დავით კაჭარავა, რომელიც ტრავირებულია და ნოემბრის ტესტებსაც გამოტოვებს. მასპინძელთა შორის ერთერთი გამორჩეული იყო მიხეილ გაჩეჩილაძე. ქართველ მესამეხაზელს, მატჩზე განხორცილებული საუკეთესო გარღვევისთვის, სპეციალური ჯილდო გადასცეს. აღსანიშნავია რომ ციმბირულ კლუბს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქართველი მორაგბე, საქართველოს ნაკრების პირველხაზელი შალვა მამუკაშვილი შეუერთდა, რომელიც გუნდთან ერთად ჩელენჯ ქაფზე ითამაშებს. ფინალურ შეხვედრაში „კრასნი იასრის შემადგენლობაში გიორგი ფრუიძემ და ლაშა მალაღურაძემ ითამაშეს.. მალაღურაძემ შეხვედრაში ერთი ლელო და 2 გარდასახვა შეასრულა.