ქართული კომპანია მსოფლიო ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ ოფიციალური მიმწოდებელი გახდა
ქართული კომპანია მსოფლიო ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ ოფიციალური მიმწოდებელი გახდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა „სამკერვალო კომპანია იმერმა“ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ „Marks & Spencer) აუდიტი და ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

კომპანიის მიერ შეკერილი ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნებში, ცნობილი ბრენდის M&S მაღაზიებში, იარლიყით Made in Georgia (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.

შპს „სამკერვალო კომპანია იმერი“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში, ფინანსური, მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 ათას ლარზე მეტს შეადგენს.