საერთაშორისო გამოფენა

18:37, 23.10.2026

AGRO BATUMI 2026 – ბათუმი აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. გამოფენაში ათეულობით ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები პოტენციურ მყიდველებს, საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას წარუდგენენ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნობიან.

მსგავსი