ჭაჭის ფესტივალი კახეთში

18:20, 24.10.2026

თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე „ჭაჭის ფესტივალი“ მიმდინარეობს. ფესტივალის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში წარმოებულ ჭაჭას და დააინტერესოს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები.
სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ პავილიონებში გაცოცხლდა შუა საუკუნეების კახეთის ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება, ჩვეულებები და ჭაჭის გამოხდის პროცესი.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოტანილ ჭაჭასთან ერთად, კახური სამზარეულოს კერძები დააგემოვნონ.

საუკეთესო ჭაჭის მწარმოებელს ჟიურის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცემა.

მსგავსი