Emotions are Georgia – China Roadshow 2026“ – ტურიზმის ადმინისტრაციის კამპანია
საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია – ამ მიზნით ჩინეთის დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს. ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე არსებულ ბანერებზე განთავსებულია ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტების, კურორტებისა და უნიკალური ბუნების შესახებ. ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის კი პრეზენტაციები იმართება.