მარკეტინგული კამპანია ჩინეთში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ოთხ ქალაქში როუდ-შოუები „Emotions are Georgia – China Roadshow 2026“ მიმდინარეობს.
ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაციები ტარდება, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს, ინფლუენსერებსა და ბლოგერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ.