ქარიმ ბენზემა „ალ-იტიჰადში“ დარჩება - ფრანგი განაახლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს #1TVSPORT
ფორვარდი ქარიმ ბენზემა დაუბრუნდება საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადთან“ ერთად ვარჯიშებს. ფრანგი დათანხმდა, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე კლუბში დარჩენას.
მადრიდის „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელს საუდის არაბეთის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ მას შემდეგ, რაც მან, ჭორების თანახმად, ევროპაში დაბრუნება ითხოვა.
„ალ-იტიჰადმა“ უარყო ბენზემას ეს თხოვნა. ფრანგს ჰქონდა შესაძლებლობა იჯარით საუდის არაბეთის რომელიმე კლუბში გადასულიყო, მაგრამ ამგვარი გარიგება ამ ზამთარში არ შედგება.
მთავარ მწვრთნელთან, მარსელო გალიარდოსთან მოლაპარაკებების შემდეგ ბენზემას დააბრუნებენ შემადგენლობაში. ფორვარდმა შეიძლება ითამაშოს 7 თებერვალს „ალ-თაის“ წინააღმდეგ, მაგრამ, დიდი ალბათობით, მას შეინახავენ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩისთვის „ნავბახორის“ წინააღმდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართება.