ქანთარიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქანთარიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გროდნოს „ნემანის“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქანთარია ბოლო ორი კვირაა, მოედანზე აღარ გამოჩენილა. ბელარუსული გამოცემის, „ტრიბუნას“ ცნობით, ის მოწამლული იყო, მაგრამ ამავე პერიოდში მას სიცხე ჰქონდა, რაც კორონავურუსზე ტესტის ჩატარების მიზეზი გახდა.

საბედნიეროდ, გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელს ვირუსი არ დაუდასტურა.

„გროდნოს „ნემანის“ 23 წლის მცველმა გიორგი ქანთარიამ ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში რამდენიმე დღე გაატარა. მოთამაშემ გაიარა ტესტი კორონავირუსზე, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა,“ – წერს გამოცემა.

ბოლო ინფორმაციით, ათდღიანი მკურნალობის შემდეგ, ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქანთარია „ნემანს“ უკვე შეუერთდა და საერთო ჯგუფში ვარჯიშობს.

ბელორუსში COVID-19-ის 25 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 142 ადამიანია, 6,974 კი გამოჯანმრთელდა. ბელორუსის ჩემპიონატი ყველა დივიზიონში გრძელდება. აპრილის ბოლოს დაიწყო ქალთა ჩემპიონატი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბელორუსს არაერთხელ მოუწოდა, შეაჩეროს საზოგადოებრივი ღონისძიებები, მათ შორის სპორტულიც, მაგრამ ბელარუსის ხელისუფლება სპორტული აქტივობების შეჩერებას არ გეგმავს.