ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA) რეფორმის ჩატარებას აპირებს, კერძოდ, მას განზრახული აქვს საკუთარი ტურნირები კატეგორიების მიხედვით ისე გაანაწილოს, როგორც ეს მამაკაცთა პროფესიულ ტურშია მიღებული.
მაგალიათად, Premier Mandatory-ისა (ინდიან უელსი, მაიამი, მადრიდი, პეკინი) და Premier 5-ის (დოჰა/დუბაი, რომი, მონრეალი/ტორონტო, უჰანი) სერიის ტურნირები გააერთიანოს ახალ კატეგორიაში, რომელსაც WTA1000 ეწოდება. ეს იქნება მამაკაცთა „მასტერსის“ სერიის ტურნირის ანალოგი.
შესაბამისად, სერია Premier გახდება WTA500, WTA International იქნება WTA250, ხოლო WTA125K – WTA125.
ამგვარი დაყოფა 2021 წლის სეზონიდან შევა ძალაში, – წერს ესპანური გაზეთი „მარკა“.