ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) კლუბის „ჩიკაგოს“ გამთამაშებელმა კორტნი ვანდერსლუტმა სამმაგი დუბლი შეასრულა „კონეკტიკუტის“ წინააღმდეგ მატჩში. მან 12 ქულა, 18 შედეგიანი პასი და 10 მოხსნა დააგროვა.
ვანდერსლუტის გუნდმა სტუმრად ოროვერტაიმიან მატჩში 101:95 მოიგო. პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში, რომელიც სამ მოგებამდე გრძელდება, „ჩიკაგო“ 1:0 დაწინაურდა.
ამერიკელი გამთამაშებლის სამმაგი დუბლი მხოლოდ მეორეა ქალთა NBA-ის პლეი ოფის 25-წლიან ისტორიაში. პლეი ოფში პირველი სამმაგი დუბლი 2005 წელს შერილ სვუპსმა შეასრულა – 14 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი „ჰიუსტონისა“ და „სიეტლის“ მატჩში.