ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების 40 პროცენტი - ჰომოფობიურია #1TVSPORT
ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების 40 პროცენტი - ჰომოფობიურია #1TVSPORT

ჰომოფობიურია შეურაცხყოფების დიდი ნაწილი, რომელიც სოციალურ ქსელებში ფეხბურთელებისკენ არის მიმართული.

ასეთი დასკვნა გაკეთდა იმ ანალიზში, რომელიც კომპანია Signify-მ შეადგინა FIFA-ს, NBA-სა და WNBA-ის პროფკავშირული ორგანიზაციების დაკვეთით. ჯამში გააანალიზეს 1558 შეურაცხმყოფელი შეტყობინება, რომლებიც ეძღვნებოდათ 160 ყველაზე ცნობილ ფეხბურთელსა და კალათბურთელს.

მამაკაცი ფეხბურთელებისთვის შეტყობინებების 40 პროცენტი იყო ჰომოფობიური ხასიათის, ქალი ფეხბურთელებისთვის – 27%, მამაკაცი კალათბურთელებისთვის – 46%, ქალი კალათბურთელებისთვის – 19%.

ჰომოფობიის გარდა, ეს შეტყობინებები ეფუძნებოდა რასიზმს, სექსიზმსა და ეიბლიზმს (დისკრიმინაცია ფიზიკური შესაძლებლობებისა და შეზღუდულობის ფონზე).

ცალკეულ ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით, ამ შეტყობინებების ყველაზე ხშირი ადრესატები იყვნენ – „ბარსელონა“ (პირველი ადგილი) და ინგლისის საფეხბურთო ნაკრები (მეორე ადგილი).