დერეკ ფიშერმა ქალთა NBA-ის კლუბი ჩაიბარა
დერეკ ფიშერმა ქალთა NBA-ის კლუბი ჩაიბარა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ რიგებში, დერეკ ფიშერი, ქალთა NBA-ის კლუბის „ლოს ანჯელეს სპარქსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – ამის შესახებ გუნდის პრეს-სამსახური წერს.

44 წლის სპეციალისტთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები უცნობია.

„მოხარული ვართ გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი დამრიგებელი დერეკ ფიშერი გახდა. ის გამოცდილი სპეციალისტი, ჩემპიონი და ლიდერია. ჩვენი გუნდისთვის უკეთესი ვარიანტი წარმოუდგენელი იყო“, – განაცხადა „სპარქსის“ გენერალურმა მენეჯერმა პენი ტოლერმა​

ფიშერისთვის ბოლო სამუშაო ადგილი „ნიუ იორკ ნიქსი“ იყო, რომელსაც 2014-16 წლებში ხელმძღვანელობდა.

გასულ სეზონში „ლოს ანჯელეს სპარქსმა“ მეექვსე ადგილი დაიკავა რეგულარულ ჩემპიონატში, პლეი ოფში კი მეორე რაუნდამდე მიაღწია. ეს გუნდი სამჯერ იყო WNBA-ის ჩემპიონი – 2001, 2002 და 2016 წლებში.

WNBA-ში ახალი სეზონი 2019 წლის მაისში დაიწყება.