ქალთა NBA-ში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი აირჩიეს #1TVSPORT
ქალთა NBA-ში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი აირჩიეს #1TVSPORT

აშშ-ის ქალთა საკალათბურთო ნაკრებში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი დაიანა ტაურაზი გულშემატკივრებმა ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) ისტორიაში უდიადეს მოთამაშედ აღიარეს. ამის შესახებ იტყობინება ასოციაციის პრესსამსახური. ხმის მიცემა ლიგის 25-ე სეზონის აღსანიშნავად ჩატარდა.

ტაურაზი 39 წლისაა, ის ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ოთხჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი და სამჯერ WNBA-ის ჩემპიონი.

კალათბურთელი 2004 წელს, „ფინიქსმა“ დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. ტაურაზი WNBA-ის ლიდერია ქულების, თამაშიდან ზუსტი ტყორცნებისა და ზუსტი სამქულიანების რაოდენობით – როგორც რეგულარულ სეზონში, ასევე პლეი ოფში. ის ყველაზე მეტჯერ (14) მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში, ორჯერ იყო WNBA-ის ფინალური სერიის MVP  და ერთხელ – რეგულარული ჩემპიონატის MVP.