ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ქალთა ლიგაში (WNBA) ხელჩართული ჩხუბი მოხდა [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ქალთა ლიგის (WNBA) შეხვედრა „ფინიქსსა“ და „დალასს“ შორის, დაპირისპირებით დასრულდა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი გუნდის მოთამაშემ ალიშა გრეიმ სამქულიანი ჩააგდო. ეპიზოდისას „ფინიქსის“ ბრიტნი გრინერი და კრისტინა ანიგვე ფარქვეშ იბრძოდნენ. სწორედ ამ დროს, ანიგვემ მეტოქეს სახეში ხელი გაარტყა. ინციდენტი მასიურ ჩხუბში გადაიზარდა და შედეგად მსაჯებმა მოედნიდან ხუთი კალათბურთელი გააძევეს.