საქართველოს ქალთა ლიგაში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა და კვლავ მაღალი შედეგიანობა დაფიქსირდა. მოულოდნელობა არ მომხდარა – მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ დებიუტანტი „მცხეთა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა 16:0. 4 გოლი ირინა ხაბურზანიამ გაიტანა, 3-3 კი – ნათელა წოწერიამ და მარიამ რომანჩუკმა.
ქუთაისის „მართვემ“, დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ დებიუტანტ „კვარტალს“. საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე დაფიქსირდა, გადამწყვეტი გოლი, ქუთაისელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ლაურა ლებერმა გაიტანა და „მართვეს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ვიცე-ჩემპიონმა „ნიკემ“ „გორი იუნაიტედი“ 5:0 დაამარცხა. თუმცა, პირველ ტაიმში, მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძო. სტუმრად მოთამაშე ხობის „კოლხეთმა“ 11:0 მოუგო „თუშეთს“ – ოთხი გოლი ნატა კვირკაიამ გაიტანა.
გასულ წელთან შედარებით, ახალციხის „ზარზმა“ უფრო თავდაჯერებულად თამაშობს. გუნდმა ხაშურის „ივერიასთან“ პირველი გამარჯვება მოიპოვა 2:1. მეოთხე ტურში, ერთადერთ ფრე დაფიქსირდა. „ბათუმი“ საკუთარ მოედანზე მეორე შავიზღვისპირა ქალაქის გუნდს, სოხუმის „დინამოს“ დაუზავდა – 1:1.
4 ტურის შემდეგ, 12-12 ქულით, ჩემპიონატს ქვეყნის სხვადასხვა დროის ჩემპიონები, „ნიკე“ და „მართვე“ ლიდერობენ, მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი“ კი 10 ქულით მესამე ადგილზეა. ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მორიგი, მე-5 ტური, 5 სექტემბერს გაიმართება.
მცხეთა-ლანჩხუთი 0:16
მართვე-კვარტალი 2:1
ნიკე-გორი იუნაიტედი 5:0
თუშეთი-ხობის კოლხეთი 0:11
ივერია-ზარზმა 1:2
ბათუმი-სოხუმის დინამო 1:1
ნორჩი დინამო-სამეგრელო 12:0