ქალთა თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - გადადებული მეოთხედფინალი 28 თებერვალს გაიმართება #1TVSPORT
ქალთა თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - გადადებული მეოთხედფინალი 28 თებერვალს გაიმართება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა თასის 2021 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია – წილისყრა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ჩაატარა.

2021 წელს თასის გათამაშება პანდემიის გამო შეწყდა. ამ დროისთვის გამოვლენილია სამი ნახევარფინალისტი – „ნიკე“, ხობის „კოლხეთი“ და ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი ზუგდიდის „ფენიქსი“. მეოთხე ნახევარფინალისტი „ნორჩი დინამოსა“ და „ლანჩხუთის“ გადადებულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება.

წილისყრის შედეგად, გუნდები ნახევარფინალურ ეტაპზე შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ნიკე – ნორჩი დინამო/ლანჩხუთი

ფენიქსი – კოლხეთი ხობი

საქართველოს ქალთა თასის ნახევარფინალური მატჩები 8 მარტს გაიმართება და გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. ფინალი კი 19 მარტს შედგება. გადამწყვეტი მატჩის ნომინალური მასპინძელი პირველი ნახევარფინალური წყვილის (ნიკე – ნორჩი დინამო/ლანჩხუთი) გამარჯვებული იქნება.