ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვასთან ქულა მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 0:0.
ვილნიუსის სტადიონზე გამართული შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები ძელმა იხსნა.
ჩვენმა გუნდმა ლიეტუველების შეტევების შეჩერება ამის შემდეგ მოახერხა, თუმცა თავად შეტევაში გადასვლა უჭირდა. ლიეტუველებს გატანა 67-ე წუთზეც შეეძლოთ, მეკარე სვეტლანა გაბელაიამ რიმანტე იონუშაიტეს დარტყმა მოიგერია. 78-ე წუთზე ერიკა შუპელიტემ ახლოდან კარს ააცილა.
საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთებზე დაწინაურების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ 88-ე წუთზე ანა ჩემინავას მცველმა დარტყმის საშუალება არ მისცა, ხოლო 90-ე წუთზე კარის წინ მარტო დარჩენილმა მაიკო ბებიამ მეკარეს ვერ აჯობა. ორი ტურის შემდეგ ჩვენი ნაკრები 2 ქულით მესამე ადგილზეა.
ლიეტუვა – საქართველო 0:0
საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, ტატუაშვილი, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, ჩემინავა, გასვიანი, ბაქრაძე (90+6. ჭიჭინაძე), ჭყონია (74. მატვეევა), ბუხრიკიძე (64. ბებია)
საქართველოსა და ლიეტუვის ქალთა ნაკრებები ოთხ დღეში, 31 ოქტომბერს უკვე თბილისში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.